Saturday, April 22, 2017

1 .პროექტის სახელწოდება.ტერორიზმი კაცობრიობის საფრთხეა .

2 .პროექტის მთავარი იდეა - მოსწავლეები გაითავისებენ  იმას ,რომ ტერორიზმი გლობალური  პრობლემაა .დაინტერესდებიან  და მოიძიებენ x x საუკუნის ბოლოს და x xi
საუკუნის დასაწყისში  მომხდარ ტერაქტებს .
3 .პროექტის აქტუალობა --ძალიან აქტუალურია , მსოფრლიოს არაერთმა ქვეყანამ საკუთარ თავზე გამოსცადეს ტერორიზმის  საშინელი შედეგები და პრობლემა კვლავ მოუგვარებელია .
4 .პროექტის მიზანი -- პროექტის მონაწილეები  რეალურად აღიქვამენ  ტერორიზმის საშიშროებას და სხვებსაც დაარქმუნებენ, ძიების პროცესში  გაიძლიერებენ  რუსული ენის ცოდნას ,განუვითარდებათ  როგორც კვლევითი  ასევე შემოქმედებითი უნარები.
5 .მონაწილეთა ასაკი --14-15 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა--2 თვე .
7. მოსალოდნელი შედეგები -- სტუმრები ,მოსწავლეები და მასწავლებლები , რომლებიც გაეცნობიან პროექტის შედეგებს  ( ნახატებს , ესეებს , ფოტო და ვიდეომასალებს ) დ

აინახავენ ტერაქტების დამანგრეველ ძალას და მეტად დააფასებენ მშვიდობას
8.პროექტისთვის  საჭირო ძირითადი რესურსები --სახელმძღვანელო ,კომპიუტერი ,,პროექტორი ,ფოტოაპარატი ,კამერა,ცარცი, დაფა .
9.პროექტის მსვლელობა --აქტივობები
1.მასწავლებელი სთავაზობს პროექტისთვის თემას .
2.არჩეული პროექტის დასამუშავებლად  კლასი დაიყოფა ჯგუფებად, თითოეული იმუშავებს კომკრეტულ საკითხზე .
ა .ტერაქტის გაამომწვევი მიზეზები .
ბ .2001  წლის 11 სექტემბრის ნიუ იორკის ტერაქტი .
გ.ტერაქტები ევროპაში .
დ .ტერაქტები აზიაში .
ე .ტერაქტები პეტერბურგში .
3.ყველა ჯგუფი თავისი საკვლევი საკითხისათვის მოიძიებს  მასალებს ,  პოგოპც  პრესაში,ასევე კომპიუტერში
4. ინტერვიუს აღებით გაარკვევენ მოსახლეობის აზრს ტერორიზმის შესახებ .
5 .ჩაატარებენ დისკუსიებს თანატოლებთან .
6 .ჩაატარებენ ნახატებისა და ესსეების კონკურსს .
7 .მოაწყობენ პრეზენტაციას .
8.შეგროვილ მასალებს  განათავსებენ საიტზე ან ბლოგზე .

10. საგნებთან და ესგ --სთან კავშირი-  მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში :
1. რუსულ ენაში -- წერის ,კითხვის , მოსმენისა და შემოქმედებით უნარებს.
2. ისტორიაში --შეისწავლიან ტერაქტებს რუსეთში  1993 წლიდან და დაუკავშირებენ ისტორიულ  მოვლენებს .
3 .ხელოვნებაში --ნახატები, მუსიკალური კომპოზიციები , ფოტო--ვიდეო მასალის  დამუშავება.
4. ეკოლოგიაში --მეტად დააფასებენ ჯანსაღ გარემოს .
5 .გეოგრაფია --ქვეყნების მითითებით გაიუმჯობესებენ  რუკაზე  ორიენტირების უნარს.
6.რელიგია --დაადასტურებენ რელიგიის  მნიშვნელობას ტერაქტის მოწყობაში.


პროექტის ფასილიტატორი : მარი ლევერაშვილი .
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა marileverashvili58@gmail.com
საიტი/ ბლოგი.http://marileverashvili1.blogspot.com/